пятница, 12 октября 2012 г.


პროექტის სახელწოდება:   სასმელი წყლის    უსაფრთხოება     ჩემს სოფელში

პროექტის მთავარი იდეა:

 მოსწავლეებს   ჩაუტარო მინი- ლექცია თემაზე: სასმელი წყლის უსაფრთხოება,წყლის დეფიციტი და წყლის დაბინძურების შესაძლო მიზეზები   ჩემს  სოფელში.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეებს  შევთავაზე  პროექტზე მუშაობა ,რადგანაც სასმელი წყლის დაცვა, მისი უსაფრთხოება  სასიცოცხლოდ  აუცილებელია ყველა ცოცხალი  ორგანიზმისათვის,შევიმუშავებ პროექტის     სამუშაო   გეგმას,და მოვახდენ    მოსწავლეებში ფუნქციათა  გადანაწილებას.

პროექტის აქტუალობა:

ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით ,რომ მოსწავლეებს უვითაედებათ საკუთარი საცხოვრებელი  გარემოს  დაცვა , სასმელი წყლის  დაცვა -შენარჩუნება,წყალმომარაგების სისტემის რისკებისა და დაბინძურების არსის გაგება,თვითშეგნების ამაღლება წყლით გამოწვეულ    შესაძლო  დაავადებებზე.

პროექტზე მუშაობა   მოსწავლეებს დაეხმარა საკუთარი  ეკოლოგიური  გარემოს  უკეთ შესწავლაში,სასმელი წყლის დაბინძურების რისკების შეფასება-მონიტორინგში  .

ეს პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა  კვლევა -ძიება,დაკვირვება, ლოგიკური მსჯელობისა და  პრობლემურ   საკითხებზე    თემთან   ურთიერთობის  ჩამოყალიბებაში.

  

პროექტის  მიზნები:

წყალმომარაგების სისტემების რისკებისა და დაბინძურების არსის გაგება,

თვითშეგნების ამაღლება წყლით გამოწვეულ შესაძლო    დაავადებებზე,

სასმელ წყალზე რეგულარული მონიტორინგი ,

წყლის დაცვის აქტიური ზომების მოთხოვნის გაძლიერება  ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა:6 თვე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება შეიქმნას.

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი შეედგინათ ბუკლეტი  „წყლის უსაფრთხოების გეგმა სკოლის ჩართულობით“ მოსწავლეებმა  გააკეთეს  ა სოფლის ღელეებთან აბრები- ნუ    დაყრით  ნაგავს!

 

პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები. ფოტოაპარატი, ნიტრატ -ტესტები,  წყლის საზომი თერმომეტრი,  მიკროსკოპი ,ნეფელომეტრიNTU(წყლის  ამღვრეულობის საზომი) ერთჯერადი  პოლიეთილენის ჭიქები.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები)

კლასს ვყოფ 3  ჯგუფად, პირველ ჯგუფს მივეცი დავალება შეისწავლონ სოფლის ჭის  წყლებში ნიტრატების შემცველობა  ნიტრატ-ტესტების საშუალებით,გამოიკვლიონ  ნიტრატებით დაბინძურების შესაძლო  გზები:(საპირფარეშოსთან ,და ბოსელთან სიახლოვე) შეისწავლონ ჭის წყლები გვალვისა და წვიმების შემდეგ.

მეორე ჯგუფს მივეცი დავალება    გამოეკვლიათ ის მიზეზები რაც იწვევს სოფელში სასმელი წყლის დეფიციტს,აღერიცხათ  ურთის  მთის კალთაზე გაჩეხილი   ხეების რაოდენობა  თვეების მიხედვით, და  გაეკეთებინათ ფოტოკოლაჟი.

მესამე ჯგუფს დავავალე  შეესწავლათ სასმელი წყლის  სათავე ,   სოფლის ღელეები და

გამოეკვლიათ    დაბინძურების  შესაძლო მიზეზები   . 

ჯგუფებთან ერთად დავგეგმავ სოფელში მოვაწყო აქცია თემაზე:არ დავაბინძუროთ წყალი

ტყე  ჩვენი     სუნთქვა და წყალია.    

პროექტის  ბოლოს მოვაწყობ პრეზენტაციას,გამოვაკრავ ფოტოკოლაჟს   და სოფლის მცხოვრებლებთან ერთად განვიხილავ  იმ მიზეზებს,რაც იწვევს სოფლის წყლის  ,რკინიგზის დაბინძურებასა და ურთის  მთის  ტყეების  გაჩეხვას.